"მიშელის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე ექნებოდა კანდიდატის სტატუსი" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, შარლ მიშელის ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე ექნებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი არცერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, გადაუხვიოს ევროპულ გზას.

"მიუხედავად რუსული ომებისა და ოკუპაციისა, ქართველი ხალხი არასდროს ამბობდა უარს ევროინტეგრაციულ არჩევანზე, ეს ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია. სამწუხაროდ, ქართველები ასევე ირჩევენ ევროპას იმით, რომ დიდი ემიგრაცია იყო ევროპაში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ქართველი სწავლობს ინგლისურსა და ფრანგულს. ამ თაობაში რუსული ნამდვილად გახდა ანაქრონიზმი და ევროპული ენები გახდა მომავლის მაჩვენებელი და სიმბოლო.

ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ნებისმიერმა მთავრობამ ამ გზიდან გადახვევა მოახდინოს. თქვენ იცით, რომ ქართველები გავიდნენ ქუჩაში რათა დაეცვათ თავისი ევროპული მომავალი - როცა რუსეთის დუმის დეპუტატმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი, მოხდა მასობრივი დემონსტრაცია, ასევე მასობრივიო დემონსტრაცია იყო უკრაინის მხარდასაჭერად, 2023 წლის მარტში , საქართველოს მოსახლეობამ მთავრობას აიძულა უარი ეთქვა ე.წ. აგენტების კანონზე, რომელიც აღქმული იყო, როგორც საშიშროება საქართველოს მოსახლეობისთვის.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ყველანაირად ვუწყობ ხელს ამ მიზნის მისაღწევად, ასევე წამოვაყენე საკითხი ეროვნული შემრიგებლობაზე და ხაზი გავუსვი ამ პროცესში ქალთა როლის მნიშვნელობას. ეს ძალიან რთული პროცესია და ჯერჯერობით წარმატებას ვერ დავიკვეხნი, მაგრამ მე ვაგრძელებ ამ დღის წესრიგის გატარებას და ჩვენ ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. მე ასევე ამაყი ვარ, რომ პრეზიდენტ მიშელთან ერთად მომსწრე ვიყავი ხელშეკრულების ხელმოწერის და ეს ხელშეკრულება შესრულებული რომ ყოფილიყო საქართველოს უკვე ექნებოდა ევროკავშირის სტატუსი. ძალიან საჭიროა მოხდეს შერიგება, მაგრამ ძალიან დიდ ფასს ვიხდით ამ გადაწყვეტილების არშესრულებისთვის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. [სინქრონული თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი