
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ 2024 წლის არჩევნებში კენჭს მეორე ვადით იყრის. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი მოლდოვას რესპუბლიკის დესტაბილიზაციას ცდილობს.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 2030 წლისთვის შეუერთდება.
შეგახსენებთ, მაია სანდუ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2020 წლის 24 დეკემბერს გახდა. ასევე, 2020 წლის ივნისიდან ნოემბრამდე სანდუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში 2024 წელს არის დაგეგმილი.