"უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა გამიზნულია, რომ შიდა დაძაბულობა გაიზარდოს" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა გამიზნულია, რომ შიდა დაძაბულობა გაიზარდოს", - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენას ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მივმართავ რუსეთს. ნურც კი ეცდებით, შებღალოთ საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს დემოკრატიისკენ სწრაფვა. მნიშვნელოვანია რუსეთისგან თავდაცვა. რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და ახორციელებს ჰიბირდულ ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი საქართველოზე თავისი ზეგავლენის გაზრდას და ევროპის გავლენის შესუსტებას ცდილობს. ეკონომიკური ურთიერთობა, უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა გამიზნულია, რომ შიდა ესკალაცია და დაძაბულობა გაიზარდოს.

ამას ვერ დავუშვებთ. ვერ დაუშვებს საქართველო, ვერ დაუშვებს ევროპა. ევროპა ამის წინააღმდეგ ძალიან აქტიურად იბრძვის. შესაბამისად, უნდა დაეხმაროს საქართველოს, რომ აღუდგეს ამ ყველაფერს. სწორედ ამისთვის გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, - ამბობს ზურაბიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი