საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე აქტიური დამცველები ციხეში არიან - ფოტიგა

გამოქვეყნდა:

მე მოვისმინე პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი მიმართვა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მომავალი შეფასება ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს პროგრესის შესახებ, იქნება საქმით და არა სიტყვებით, და იქნება დადებითი. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე დროში და არ შეგვიძლია ფოკუსირება მხოლოდ სიტყვებზე და ტექნიკურ მხარეებზე მოვახდინოთ. ვშიშობ, რომ ქვეყნისთვის განსხვავებული გზა მხოლოდ კრემლს არ აურჩევია. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე აქტიური დამცველები ციხეში არიან, თავდასხმის ობიექტები ხდებიან ან დავიწყებას არიან მიცემულები, ამასობაში კი მრავალი სხვა მაგალითი ადასტურებს, რომ ქვეყანა გზას სცდება. ეს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხდება. მთელი გულით ვისურვებდი, რომ განახლებულიყო  საქართველოს პროგრესი ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ქართველი ხალხი ამისთვის მზად არის. ჩვენც მზად ვართ. ჩვენ გვჭირდება ქართველი პარტნიორების თამამი გადაწყვეტილებები, რათა დამტკიცდეს, რომ ისინიც ამ ხედვის ერთგულები არიან.

წერს ანა ფოტიგა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში, სიტყვით გამოსვლის შემდეგ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი