ადამ კინზინგერის მორიგ მწვავე განცხადებას თბილისში ეხმაურებიან. განცხადებები ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გააკეთეს. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა სახიფათო გზით და საერთაშორისო იზოლაციისკენ მიყავს.
მათი შეფასებით,ადამ კინზინგერი, რომელიც სა2ქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, როდესაც აკეთებს განცხადებას, ეს არ არის მხოლოდ მისი პოზიცია და კონგრესმენების პოზიცია და ეს მთლიანად აშშ-ს ხელისუფლების პოზიციაა. ოპოზიციას ეჭვი აქვე, ამ გზავნილს ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს. ხელისუფლების ოპონენტები სტრატეგიული პარტნიორისგან კიდევ უფრო მწვავე განცხადებებს პროგნოზირებენ. მათი თქმით, ასეთ ვითარებაში ივანიშვილმა და მისმა გუნდმა თავად ჩაიყენა თავი და ჩააყენა ქვეყანაც, როდესაც ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მოატყუა როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ქვეყნის მეგობრები:
საქართველოში აშშ-ს ისეთი კაპიტალი აქვს ჩადებული რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს, რომ ასე ერთპიროვნულ მმართველობაში და გაუბედურებულ მდგომარეობაში ჩვენს სახელმწიფოს ჩვენი მოკავშირეები და საქართველოს მოქალაქეები არ დატოვებენ" აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.
ასეთი რეაქცია გამოიწვია იმან, როგორც მოიქცა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური მასხარები...ეს უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა საკუთარი ბრიყვული გათვლის გამო, რომ ესე შეინარჩუნონ ძალაუფლება, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან" აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია
"ლეიბორისტულ პარტიაში კი ივანიშვილს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ელოდებიან:
თუ ხელისუფლება არ შეასრულებს დანაპირებს, რაც მან მისცა ქართველ ხალხს, ოპოზიციას, ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, ის მიიღებს სიურპრიზებს და ეს სიურპრიზები მისთვის იქნება ძალიან მძიმე" აცხადებს გიორგი გუგავა.
ამერიკელი კონგრესმენის მორიგ მწვავე განცხადებას მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" კომენტარს არ აკეთებენ.
ადამ კინზინგერმა ინტერვიუ "ამერიკის ხმას" მისცა. კითხვაზე, რა იქნება აშშ-ს მომდევნო ნაბიჯი, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პროგრესი არ იქნება, კინზნგერი ასე პასუხობს - „ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“.