
ნორვეგია უკრაინას 7 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას 5 წლის განმავლობაში გაუწევს. საკითხი ნორვეგიის პრემიერმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ოსლოში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
პრემიერმა შტორემ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა და სხვა მოკავშირეები თავიდანვე მხარს უჭერდნენ უკრაინას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. უკრაინის ნანსენის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგია უზრუნველყოფს სამხედრო, ჰუმანიტარულ და სამოქალაქო დახმარებას, ჯამში 75 მილიარდი NOK (7 მილიარდი ევრო) ხუთი წლის განმავლობაში" - განაცხადა შტორემ.
ამასთან, ხაზი გაესვა, რომ NATO-სა და უკრაინას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიზანია.
"NATO-ში გაწევრიანება ნორვეგიის უსაფრთხოების პოლიტიკის ქვაკუთხედია ალიანსის დაარსების შემდეგ 1949 წელს და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახლა, როცა ევროპაში კვლავ ომია", - აღნიშნა შტორემ.
ცნობისთვის, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ოსლოში 31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით იმართება.