განცხადებები ქმედებების ნაცვლად | სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში

გამოქვეყნდა:

ისევ მხოლოდ განცხადებები ქმედებების ნაცვლად. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნაც მხოლოდ დეკლარაციებისთვის გამოიყენა და ისევ არაფერი გააკეთა არც პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის შესაჩერებლად და არც პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად.

იმის მიუხედავად, რომ ზურაბიშვილის გამოსვლის დაწყებამდე რობერტა მეცოლამ მას მედიის თავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეახსენა, ამ თემებს მან ფაქტობრივად გვერდი აუარა. პრემიერის ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების და ნატოსგან გამიჯვნის ფონზე ზურაბიშვილის რიტორიკა ბევრად უკეთესი იყო, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროპელ პოლიტიკოსებსაც ასე მიმართა: "არ უნდა განხორციელდეს ზეწოლა ჩემი შეწყალების უფლებაზე, მე გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ".

სალომე ზურაბიშვილისგან, ევროინტეგრაციის გზაზე, რომ კონკრეტულ ქმედებებს ელოდნენ და არა მხოლოდ დაპირებებს დღეს საქართველოს პრეზიდენტს ანა ფოტიგამაც შეახსენა. "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე აქტიური დამცველები ციხეში არიან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მომავალი შეფასება ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს პროგრესის შესახებ, საქმით და არა სიტყვებით, იქნება დადებითი."

ანა ფოტიგა პეტრას ავსტრევიჩიუსთან ერთად დღეს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამდე იმ აქციაზე იდგა, სადაც საქართველოს პრეპიდენტს ევროპარალემნტარებმა შეახსენეს, რომ მას შეუძლია ქვეყანა პოლიტ-პატიმრებისგან გაათავისუფლოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი