"უნდა ვთხოვოთ, რომ თუ შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, საქართველოშიც იგივე გააკეთოს" | მდინარაძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"უნდა ვთხოვოთ, რომ თუ შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, საქართველოშიც იგივე გააკეთოს", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას. 

"ვივარაუდე, პროგნოზი ჩემი ასეთი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის რეაქცია ამას უზრუნველყოფდა და სწორედ ასე მოხდა. შერბილებული ტონი უზრუნველყო ხალხის, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორმა რეაქციამ... აქედან გამომდინარე, უნდა ვთხოვოთ, რომ თუკი შეუძლია მას შედარებით, გასაგებია, რომ რაღაც პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო მაგრამ, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ შეიძლება სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, იგივეს მოვუწოდებთ, რომ საქართველოშიც შეუძლია იგივე გააკეთოს", - თქვა მდინარაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი