თბილისში კი, დღეს, მთელი დღეა, "ოცნება" ღარიბაშვილის ანტიდასავლური განცხადებების გამართლებას ცდილობს. „ზელენსკიც ამბობდა ნატოს გულიზე ომს დავიწყებთ", - სიტყვასიტყვით ასე განმარტა დღეს ვატხანგ გომელაურმა. იგივე რიტორიკა აქვთ კახა კალაძესა და "ოცნების" ლიდერებს.
და ეს იმ ფონზე, როდესაც არ დარჩენილა საქართველოს არც ერთი მეგობარი და მოკაშირე, რომელიც გლობალურ ფორუმზე პრემიერის განცხადებას არ აკრიტიკებდა. უკრაინის ომის ნატოს გაფატოებისთვის დაბარლების ღარიბაშვილისეულმა ვერსიამ "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე ჩვენი მოკავშირეების მწვავე რეაქცაი გამოიწვია.
ეს არ არის იმ ქვეყნის მეთაურის განცხადება, რომელსაც ნატოს წევრობა სურს - ამბობენ ევროპელები. ივანიშვილის პრემიერის რიტორიკას დღესვე ევროკომისიის პრემიერი გამოეხმაურა:
გავიგე, რომ აქ, გლობსეკზე, ამ ომის მიზეზებს განიხილავდით. ნება მომეცით, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უმიზეზოდ, ის შეიჭრა უკრაინაში, რათა ის რუკიდან გაექრო. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე, მაგრამ უკრაინელების ნებამ იბრძოლოს და იყოს თავისუფალი, გააოცა მსოფლიო.
ჩვენ ვართ ისტორიის გადამწყვეტ მომენტში და კურსი არ უნდა შევცვალოთ. უკრაინა გამარჯვებული გამოვა ამ ომიდან. მოლდოვასა და საქართველოში უამრავი რაოდენობის ხალხი ევროკავშირის დროშებს აფრიალებს. ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ჩვენ უფრო ძლიერი ევროპა უნდა შევქმნათ. გაუმარჯოს ევროპას, - ამბობს ურსულა ფონ დერ ლეიენი.