პუტინი თურქეთში, ერდოღანის ინაუგურაციაზე, არ გაემგზავრება | ვოლოდინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინის ცნობით, პუტინი თურქეთში, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციაზე არ გაემგზავრება. მისივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი არც ინდოეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე წასვლას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინისა და რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი