რუსეთი მკვეთრად ამცირებს Superjet-100-ის წარმოებას - ეს თვითმფრინავები "აზიმუტის" ბალანსზეცაა

გამოქვეყნდა:

რუსეთი მკვეთრად ამცირებს იმ თვითმფრინავების წარმოებას, რომლითაც ავიაკომპანია Азимут საქართველოში ასრულებს რეისებს. მიზეზი Superjet 100-სთვის იმპორტირებული კომპონენტების დეფიციტია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა განაპირობა. 

შედეგად, ხაბაროვსკის ტერიტორიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ევგენი რომანოვმა განაცხადა, რომ 2023 წელს სამჯერ ნაკლები Superjet-100 თვითმფრინავი იქნება წარმოებული - 19-ის ნაცვლად 6 ცალი.

Superjet 100, რომელიც ამურის კომსომოლსკში მდებარე კორპორაცია Иркут-ში იწყობა, ჩანაცვლდება ახალი მოდელით, Sukhoi Superjet New-ით, რომელშიც მთლიანად რუსული წარმოების კომპონენტები იქნება გამოყენებული.

Sukhoi Superjet New-ის პირველი საცდელი ფრენა ივნისში შესრულდება. 

"შექმნილ ვითარებაში კორპორაციის ირკუტის საწარმოო ცენტრმა კომსომოლსკ-ონ-ამურში გაააქტიურა მუშაობა Sukhoi Superjet New პროექტზე. ახალი თვითმფრინავის პირველი ფრენა 21 ივნისს იგეგმება“, - განაცხადა რომანოვმა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი