სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - განათლების მინისტრი

გამოქვეყნდა:

არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა 15 სექტემბერს, სასწავლო დაწესებულებებში განახლდება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

ჩხენკელის თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა შესაძლებლობას, სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდეს, თუმცა საჭიროა ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნა.

დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლა, საკლასო ოთახებში, დაიწყება 15 სექტემბერს. ასევე უნივერსიტეტებში, აუდიტორიებში დაიწყება სასწავლო წელი. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური, - განმარტა მინისტრმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი