EU-მ არ მოგვცა სტატუსი და შემდეგ რომ ვეკითხებოდით, რა იყო საფუძველი, ვერც ხსნიან ამას ხომ?! - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჭკუის სწავლება იმ ხალხისგან, რომლებსაც საქართველოზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, ბოლო წლებია ნამყოფებიც არ არიან აქ და ერთადერთი მათი ინფორმაცია არის ერთი-ორი მესიჯი, რომლებსაც ისინი ენმ-სგან იღებენ, ეს არის სწორედ, რაც, სამწუხაროდ, ქმნის ხოლმე გარკვეულ აღქმებს და შემდეგ ეს აღქმები ახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე. ეს ვნახეთ შარშან ივნისში, ევროკავშირმა არ მოგვცა სტატუსი და შემდეგ რომ ვეკითხებოდით, რა იყო საფუძველი, ვერც ხსნიან ამას ხომ?! საბოლოო ჯამში ვნახეთ ჩვენ იანვარში, როდესაც უკვე ანალიზი გაკეთდა სამივე ქვეყნის, ვნახეთ, რომ ამ შეფასებებით საქართველოს ყველანაირად ეკუთვნოდა. ამიტომ არის, რომ ახლა შეხვედრებზე გვეუბნებიან სხვადასხვა დედაქალაქში, რომ კი, შეცდომა იყო, ვერ აგვიხსნია რატომ არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი, იმიტომაც არ მოგვცეს, რომ ასეთი აღქმები შექმნეს, სამწუხაროდ, მოექცნენ ამ აღქმების გავლენის ქვეშ სხვადასხვა ლიდერები, ევროპული ქვეყნების თუ სხვადასხვა ინსტიტუციის, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც შემდეგ უკვე ვეღარც ხსნიდნენ". 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი