რამდენიმე NGO-ს მიზანია მეტი დაფინანსება მიიღონ, მუშაობენ ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე NGO დადიან დედაქალაქ-დედაქალაქ და არწმუნებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოში არის მძიმე, სავალალო მდგომარეობა. სადღაც შემდეგ, ბოლო წინადადებაში, ალბათ ეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე სავალალო მდგომარეობა არის, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამით საკუთარ სინდისს ეტყობა პატარა საკვებს გადაუგდებენ ხოლმე, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშობა. NGO-ებიდან არაფერი არ მიკვირს, ისინი სრულად ფინანსდებიან უცხოეთიდან, არცერთი კაპიკი მათი დაფინანსების არ არის ქართული და რა თქმა უნდა, არ ატარებენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და არც წარმოადგენენ ამ ინტერესებს, მათი ერთადერთი მიზანი ამ რამდენიმე NGO-სი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი დაფინანსება მიიღონ და ეს შეკრული წრე არის საერთო ჯამში. სამწუხაროდ აქ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ისინი პირდაპირ მუშაობენ ჩვენი ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ".

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი