
ვერ გეტყვით, მე გამიჭირდება ახლა იმაზე საუბარი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი კონკრეტულ პატიმრებთან მიმართებაში - აცხადებს მერი კალაძე შეკითხვაზე, რა მოლოდინი აქვს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით.
კალაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან და ეს ყველაფერი საქართველოში 2012 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლით დამთავრდა:
პოლიტპატიმრების თემა 2012 წელს დამთავრდა, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ქვეყანაში არ იდევნებიან. ამ მიმართულებით გვაქვს სრული დემოკრატია და სრული თავისუფლება." თქვა კალაძემ.