პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ "ვაგნერის" ძირითადმა ნაწილმა ბახმუტი დატოვა

გამოქვეყნდა:

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ "ვაგნერთა" ძირითადმა ნაწილმა ბახმუტი  დატოვა. შესაბამისი ვიდეო  პრიგოჟინის პრესსამსახურმა  ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა. 

როგორც პრიგოჟინი ამბობს, დაჯგუფების დანარჩენი ნაწილები ქალაქიდან 5 ივნისამდე გამოვლენ.

"დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით, ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ" - ამბობს პრიგოჟინი

ამ დროისთვის ბახმუტიდან "ვაგნერელების" გაყვანის  შესახებ ოფიციალური დადასტურება არ ვრცელდება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო დუმს. ინფორმაცია უკრაინული მხრიდანაც არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი