მწარეა სიმართლე, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც მეგობრებს - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ჩემთვის გაუგებარი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა, აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ.  ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს იმისათვის, რომ გატარებული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მწარეა სიმართლე, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს არც ჩვენს მეგობრებს, პირიქით მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ჩვენ ეს თავის დროზე რომ დაგვეწყო და თავის დროზე რომ გვექნა, დარწმუნებული ვარ, დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება და შეიძლება ის უბედურებაც არ ყოფილიყო, უკრაინაში რაც დღეს ხდება". 

თქვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ბრატისლავაში, პრემიერის გაკეთებულ განცხადებაზე. ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი