
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბელარუსში 2000-ზე მეტი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს , - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ბელარუს ოპოზიციონერზე, პაველ ლატუშკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენი ინფორმაციით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სულ მცირე 2 150 უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს ბელორუსის ტერიტორიაზე" - ამბობს ლატუშენკო.
მისი თქმით ლუკაშენკო პირადად აწერს ხელს დოკუმენტებს, უკრაინიდან ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებული პროცედურების დაფინანსებას.
როგორც ლატუშენკო ამბობს, ბავშვების გადასახლება დონეცკის დროებით ოკუპირებული ოლქიდან, სხვადასხვა ადგილობრივი ფონდების საშუალებით ხდება.
ცნობილია ოთხი ადგილი, სადაც უკრაინელი ბავშვები იმყოფებიან. სამი მინსკის ოლქშია, დუბრავას ბანაკში, ხოლო ერთი გომელის ოლქში.
ლატუშენკოს ინფორმაციით, გასულ წელს ბელარუსში 1 150 უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი მათმა რიცხვმა უკვე 1000-ს მიაღწია.