პუტინი ჩინოვნიკებისთვის ახალი თავშესაფრის აშენებას აპირებს - მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის აპარატი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის მაღალჩინოსნები მკურნალობენ, ახალი თავშესაფრის აშენებას აპირებს.

როგორც, რუსეთის  სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია,  თავშესაფრის საწყისი ღირებულება 35 მლნ რუბლია.

შესყიდვით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის 20 დეკემბერს იგეგმება.

დოკუმენტებში არ არის მითითებული დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფრის ფართობი და სიმძლავრე, მაგრამ  ცენტრალურ სამხედრო ოლქში "სამოქალაქო თავდაცვის დამცავი სტრუქტურა" მოიცავს: საოპერაციო, წინასაოპერაციო და გასახდელ ოთახებს. 

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ თავშესაფარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს   სპეციალური საკომუნიკაციო სისტემებით

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი