
"ლელო საქართველოსთვის" წევრი, თაზო დათუნაშვილი ბრატისლავაში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილის მიერ ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და პრემიერს ციფრებით მანიპულაციაში ამხელს.
დათუნაშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულება 4-ჯერ შემცირდა, მაშინ, როცა საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე 1.5-ჯერ გაიზარდა.
"ლელოში" განმარტავენ, რომ ევროკავშირმა ომის შემდეგ რუსეთში 47 მილიარდი გასატანი და 90 მილიარდი შემოსატანი ტვირთი დაასანქცირა და გაანულა მაშინ, როდესაც საქართველოს სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით არაფერი გაუკეთებია.
ცნობისთვის ღარიბაშვილმა ბრატისლავაში საერთაშორისო ფორუმზე თქვა, რომ რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო და რომ ევროკავშირსა და აშშ-ს ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობები არ შეუწყვეტიათ.