
რეგულარული ფრენები ნაწილობრივ აღდგენილია - ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრმა დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაადასტურა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ჩვენ რეგულარული ფრენები აგვისტოს თვეში ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს "ლუფთჰანზა", მიუნხენის რეისები სრულდება. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა კომპანიებთან სექტემბრის თვეზე და ეტაპობრივად გავხსნით სხვა ფრენებსაც, ოღონდ, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, - განმარტა ნათია თურნავამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი კი აბობს, რომ გუშინ, 4 აგვისტოს, პარიზიდან საქართველოში 188 ტურისტი ჩამოვიდა, რომლებსაც კარანტინის გავლა არ მოუწევთ.