პარლამენტთან დღეს, 21:30 საათზე, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 1 ივნისს, პარლამენტის უკან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ სამოქალაქო აქტივისტის გათავისუფლებას.

აქცის უერთდებიან სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ ლაზარე გრიგორიადისი უკანონო პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს.

"მეხუთე დღეა ლაზარე გრიგორიადისის მამა, მის თანამოაზრებთან ერთად, პარლამენტის უკან ათენებს ღამეს. შსს ყოველ ჯერზე ძალადობრივად გვართმევს კარავს. გამოვიდეთ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ რუსული რეჟიმის უკანონო საქციელი და ხვალ იგივე არ განმეორდეს. ჩვენი შვილები იმსახურებენ სამართლიან, თავისუფალ გარემოს და არა რუსულ რეჟიმს" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი