საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ - კონდოლიზა რაისი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ყველაფერი იწყება კარგი შიდა მმართველობით. საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ, - აღნიშნა ამერიკელმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას.

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის განმარტებით, აუცილებელია, საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის საკუთარი კანონები და წესები თავად დაწეროს, რათა საერთშორისო საზოგადოებამ დახმარება შეძლოს.

შესაძლოა საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ, საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ, საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. ეკონომიკური განვითარებისთვის საკუთარი წესები და კანონები თქვენ უნდა დაწეროთ, - განმარტა კონდოლიზა რაისმა.

ინტერვიუში კონდოლიზა რაისმა რუსეთის აგრესიის შეკავების აუცილებლობასა და ნატოს გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი