უკრაინის ხელისუფლება იწყებს კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ადამიანების და კომპანიების დასასანქცირებლად - "დროა" გაიაშვილებზე

გამოქვეყნდა:

"დროაში" აცხადებენ, რომ გაიაშვილებისა და მათი კომპანიის, ასევე ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანიის დასასანქცირებელთა სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება იწყებს კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ ადამიანებისთვის შეზღუდვების დასაწესებლად:

"ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება იწყებს კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან ამ ადამიანების და კომპანიების დასასანქცირებლად. ამ ადამიანებს ბრალი ედებათ რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებაში ომის დროს და რუსეთის დახმარებაში გვერდი აუარონ საერთაშორისო სანქციებს. ამ დოკუმენტში საუბარია პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე და ორ კომპანიაზე - "აზიმუტსა" და "რედ ვინგსზე", რომლებიც სისტემატურ რეისებს ასრულებენ აფხაზეთსა და ყირიმში." განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებამ თამაზ გაიაშვილი, დავით გაიაშვილი, კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი