ხშირად ზელენსკის განცხადებები თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ზელენსკის დღევანდელ განცხადებას არ უპასუხებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები ხშირად ემთხვევა საქართველოს შიგნით "მოქმედი მტრული ძალების" განცხადებებს: 

"მე ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ეს ქვეყანა ომშია, პრეზიდენტიც ომშია და არ მინდა მერე სპეკულაციის საშუალება მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს. ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს არ აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი" განაცხადა ღარიბაშვილმა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი