ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ - ღარიბაშვილი სტატუსზე

გამოქვეყნდა:

მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე  სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია. 

„ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი