ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში | კმაყოფილი "ოცნება" და პოლიტპატიმრები შეწყალების გარეშე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლით "ოცნება" კმაყოფილია. პრეზიდენტმა არც ნიკა გვარამია შეიწყალა და არც მიხეილ სააკაშვილი, ზურაბიშვილის რიტორიკა კი მათთვის შერბილებული და მისაღები აღმოჩნდა.

თავისუფალი მედიისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გამოსვლის დაწყებამდე შეახსენა, რაზეც ზურაბიშვილმა იქვე განმარტა, რომ არ მოსწონს, როდესაც ქვეყნის ინტეგრაციისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ესაუბრებიან და შეწყალების უფლებას მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, როდესაც თავად ჩათვლის საჭიროდ. მიუხედავად პრეზიდენტის ასეთი პოზიციისა, ფრანგული არხის ჟურნალისტებმა მას მაინც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ჰკითხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი