ქმნის თუ არა ხატია დეკანოიძე ახალ პოლიტიკურ პარტიას? არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა ლიდერმა ახალი პლატფორმა შექმნას.
თავად ხატია დეკანოიძე გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ კონსულტაციები აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურასთან, მათ შორის, ნიკა მელიასთან. არ არის გამორიცხული, ახალ პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ერთად გაერთიანდნენ.