ТАСС: "პუტინს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და მშვიდობის გარანტი გახდება"

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ТАСС პუტინის განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთი გაიმარჯვებს და ყველა ერისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი გახდება.

რუსული მედია ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლის კომენტარს იშველიებს და წერს, რომ მან ნდობა გამოხატა პუტინთან შეხვედრისას.

"ვიცი, რომ გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ, ცალსახად, სხვა გზა არ გვაქვს და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი ყველა ხალხისთვის, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის"  - თქვა მრავალშვილიანმა მამამ.

"ეს ასეა. ეს იქნება ზუსტად ისე, როგორც თქვენ თქვით. აბსოლუტურად, ეჭვი არ არის" - უპასუხა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დროს რუსეთი იცავს "მიწას, ხალხსა და ღირებულებებს", შესაბამისად, მისი თქმით, ის აუცილებლად გამარჯვებული იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი