პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარედ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები სამოქალაქო აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე შეკრებილები არიან სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ ლაზარე გრიგორიადისი უკანონო პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაკავებული აქტივისტის მამა, ბექა გრიგორიადისია.

"მეხუთე დღეა ლაზარე გრიგორიადისის მამა, მის თანამოაზრებთან ერთად, პარლამენტის უკან ათენებს ღამეს. შსს ყოველ ჯერზე ძალადობრივად გვართმევს კარავს. გამოვიდეთ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ რუსული რეჟიმის უკანონო საქციელი და ხვალ იგივე არ განმეორდეს. ჩვენი შვილები იმსახურებენ სამართლიან, თავისუფალ გარემოს და არა რუსულ რეჟიმს" - აცხადებენ ორგანიზატორები.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი