პუტინის კრიტიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს, - ინფორმაციას გამოცემა NewsGeorgia ავრცელებს და მის პროდიუსერზე დაყრდნობით წერს, რომ ის თბილისში თელ-ავივიდან, ისრაელის პასპორტით გაფრინდა, თუმცა თბილისის აეროპორტიდან უკან ახსნა-განმარტებების გარეშე გააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან კი ის ომის საწინააღმდეგო პოზიციას ინარჩუნებს და კრემლის ქმედებებს მკვეთრად აკრიტიკებს. 

2021 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ის "უცხოური აგენტების" სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც მან რუსეთი, როგორც თავად თქვა, "დაკავების საფრთხის გამო" დატოვა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი