მექსიკის პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა იპოვა

გამოქვეყნდა:

მექსიკის პოლიციამ დასავლეთ ქალაქ გვადალახარას გარეუბანში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა იპოვა. შესაბამისი უწყებები ქოლ-ცენტრის შვიდ ახალგაზრდა თანამშრომელს ეძებდნენ, რომლებიც გასულ კვირას დაკარგულებად გამოცხადდნენ.
 
ხალისკოს შტატის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია ეკუთვნით თუ არა სხეულის ნაწილები დაკარგულ ახალგაზრდებს. ჩანთებში ქალებისა და კაცების სხეულის ნაწილები ნახეს, ცხედრების რაოდენობა, ჯერ უცნობია.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას, რათა დადგინდეს გარდაცვლილთა რაოდენობა, ვინ იყვნენ ისინი და რა იყო გარდაცვალების მიზეზები.

გაუჩინარების დანაშაულები შედარებით ხშირია მექსიკაში. მთავრობის მონაცემებით, 100 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ბევრი მათგანი ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი