რუსეთში, სმოლენსკის ოლქში დრონებით თავდასხმა იყო გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე | მედია

გამოქვეყნდა:

რუსული მედია Telegram არხ Shot-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვიან ღამით რუსეთში სმოლენსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატები  გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაესხნენ თავს. 

არსებული ინფორმაციით, დაზიანდა მესამე სახელოსნოს ადმინისტრაციული შენობა, მსხვერპლი არ ყოფილა.

მოგვიანებით ასევე აფეთქება მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში პოჩინკოვსკის რაიონში. იქ დაზიანდა ხანძარსაწინააღმდეგო წყლის კონტეინერი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

გარდა ამისა, Nexta წერს, რომ მომხდარს გუბერნატორიც ადასტურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი