ტრანსგენდერებზე თავდასხმისთვის პოლიციამ 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

თბილისში ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულს ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა მუხლის "გ" ქვეპუნქტით მინდინარეობს, რაც ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრებით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შეგახსენებთ, რომ ოთხ ტრანსგენდერ ქალს თავს გუშინ, 4 აგვისტოს დაესხნენ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კუთვნილი ნივთები მოპარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი