გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ

გამოქვეყნდა:

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. უცხოელი სპეციალისტები სამონასტრო კომპლექსში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან. 

გელათის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირეონის განცხადებით, პროექტის რეაბილიტაციაში მონაწილე უცხოელი ექსპერტები ცნობილ იტალიურ კომპანიას წარმოადგენენ, რომლებსაც წამყვან ევროპულ ძეგლებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ.

"ჩატარდა 27 მაისს პრეზენტაცია გელათის რეაბილიტაციის პროექტის და ამ რეაბილიტაციის ფარგლებში საპატრიარქომ ვიზრუნეთ, მაშინ გაჟღერდა პრეზენტაციის დროსაც, რომ ჩამოდიოდნენ იტალიელი სპეციალისტები. ეს არის "სტუდიო ბრიტაციონე კონტროლი", ცნობილი კომპანიაა იტალიური, რომლებიც არიან ორიენტირებული სეისმური, კონსტრუქციული და სტრუქტურული ნაწილების კვლევაში. ესენი არიან უმაღლესი დონის სპეციალისტები, რომლებიც დღეს კოლოსეუმზე მუშაობენ. მათ აქვთ მოწინავე ევროპული ძეგლები, ანტიკურით დაწყებული, დღევანდელ დღემდე შეკეთებული და კონსერვირებული. ასე, რომ ჩვენი მიდგომა არის უმაღლესი სამეცნიერო ევროპული სტანდარტი," - ამბობს არქიმანდრიტი კირეონი.

რეაბილიტაციის პროცესს კრიტიკულად უყურებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც ისინი ამბობენ, რიგ შემთხვევებში, შეიძლება რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს, მაგრამ თავად პროცესი არაჯანსაღად მიმდინარეობს, რადგან მას შესაბამისი კომპეტენციის არმქონე ორგანიზაცია - საპატრიარქო ახორციელებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი