ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, რეგიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, რეგიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გუბერნატორი ამბობს, რომ შემთხვევა სოფელ მასლოვა-პრისტანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოხდა. მისი ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები მიმავალ ავტომობილებს მოხვდა. ერთ-ერთ მანქანაში მყოფი 2 ქალი ადგილზე დაიღუპა. 

მისივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 2 ადამიანი. 

გუბერნატორი ამბობს, რომ 2 500 ადამიანი გადაყვანილია დროებით საცხოვრებელში, რადგან რეგიონი ბოლო პერიოდში დაბომბვის ქვეშაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი