
უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ქეთი ლეშქაშელი ამბობს, რომ რუსულ სპეცსამსახურებს მისი იურიდიული მისამართი, საქართველოს პასპორტის ნომერი და სხვა პირადი ინფორმაცია აქვთ.
უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მთავრობას კითხვით მიმართავს, თუ როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია რუსული მხარის ხელში.
"საქართველოს მთავრობა ერთი კითხვა მაწუხებს და რომ არ დაგისვათ არ შემიძლია! საიდან იციან რუსების სპეც სამსახურებმა ჩემი იურიდიული მისამართი!? საქართველოს პასპორტის ნომერი და სხვა ისეთი ინფორმაცია რაც ჩემმა ახლობლებმაც კი არ იციან?," - წერს ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში.