უკრაინის სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას - ფინანსთა მინისტრის მოადგილე Georgian Airways-ის შესაძლო სანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

"უკრაინის მიერ სანქციების დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას" - ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ,გიორგი კაკაურიძე "ჯორჯიან ეარვეისის" შესაძლო სანქცირებაზე.

მისი თქმით, ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც Georgian airways-ია მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ იქნება.

"უკრაინის მიერ სანქციების დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. ეს ერთი, მერე მეორე Georgian airways და ნებისმიერი კომპანიის დასანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციები და ამის გამო დაასანქცირებენ ეს არ არის კარგი, თუმცა ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება როგორიც არის Georgian airways, რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. რაც შეეხება კონკრეტული მთავრობის გადაწყვეტილებას არ ვიცი, ვის უკან რა დგას და მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო აკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს არც კომპანიების მიერ", - ამბობს გიორგი კაკაურიძე

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ თამაზ და დავით გაიაშვილები, "ჯორჯიან ეარვეისი" და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი