რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები დეკებრის ბოლოს გაიმართება

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ პრესკონფერენცია გამართა. გორგასლიძემ დაადასტურა, რომ კავშირის გამგეობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის გოჩა სვანიძის თხოვნა გადადგომის თაობაზე. გამგეობაზე გადაწყდა, რომ არჩევნები დეკემბრის ბოლოს გაიმართება. გამგეობის გადაწყვეტილებით, არჩევნები ძველი რეგლამენტითა და სუბიექტთა უცვლელი რაოდენობით გაიმართება. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განცხადება გადადგომის თაობაზე 30 ივლისს გააკეთა. გადაწყვეტილება მან ყველასათვის მოულოდნელად მიიღო. კავშირის პრეზიდენტობის რამდენჯერმე გადადებული არჩევნებისთვის ისიც ემზადებოდა და ეს "მთავარს" ივლისში გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუდასტურა.

სვანიძე ახლაც ადასტურებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი არ იქნება, არჩევნებში, მონაწილეობას მაინც მიიღებს. არჩევნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ორი რეგისტრირებული კანდიდატი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე, რომელთათვისაც სვანიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი