მას უნდა მოექცნენ ისე, როგორც ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ზიანი რომელიც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით მიადგა, გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებებით და შეწყალება ამ ზიანს ვეღარ შეცვლის. 

როგორც ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუსას თქვა, სააკაშვილს უნდა მოექცნენ ისე, როგორც დაპატიმრებულ პრეზიდენტებს ექცევიან სხვა ქვეყანაში, თუნდაც გამოიყენონ ელექტრონული სამაჯური ან სხვა უფრო ჰუმანური ფორმის სასჯელი.

"მე ბევრ რამეს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შევარბილო. თუმცა, ზიანი რაც მოგვადგა, ეს მოგვადგა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო და შევიწყალებ თუ არა მას, ეს არ შეცვლის ამ ზიანს. მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მოექცნენ და ეს გამიხმაურებია კიდევაც, როგორც ძალიან ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა," - ამბობს ზურაბიშვილი France 24-ის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ

მისივე თქმით, კონკრეტული სამართლებრივი საკითხების გამო მას არ შეუძლია სააკაშვილის შეწყალება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი