ჩვენ NATO-ს არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩავითრიოთ ომში, ამიტომ გვესმის, რომ ვერ გავხდებით NATO-ს წევრი, სანამ ომი გრძელდება - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის გასაგებია რომ ახლა, შუა ომის დროს "შეუძლებელია" უკრაინის NATO-ში გაწევრიანება. 

როგორც ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, ალიანსთან შეერთება ამ დრომდე რჩება უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად. 

"ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და გვესმის, რომ NATO-ს არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩავითრიოთ ომში,

ამიტომაც გვესმის, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით NATO-ს წევრი ქვეყანა, სანამ ომი გრძელდება. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ეს არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელი იქნება," - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი უკრაინას დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი