მოულოდნელი აუდიენცია ბერლინში -"მთავარის" ინფორმაციით, ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან დაიბარეს

გამოქვეყნდა:

მოულოდნელი აუდიენცია გერმანიის კანცლერთან - "მთავარის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიშვილი 8 ივნისს ოლაფ შოლცთან არის დაბარებული. რას უკავშირდება კონკრეტულად ივანიშვილის მთავრობის მეთაურის ბერლინში გამოძახება უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დასავლეთი ახლა ნატოს ვილნიუსის სამიტისთვის ემზადება, საქართველოს პრემიერამდე კი გერმანიის კანცლერი ლიეტუვას პრეზიდენტს ხვდება. 

რას უკავშირდება ღარიბაშვილისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა, ან აპირებს თუ არა პრემერი ბერლინში წავსლას- განმარტებებს მთავრობის ადმინისტრაციაში არ აკეთებენ.

ბრატისლავაში ღარიბაშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ კი, როდესაც მან ფაქტობრივად ნატოში ინტეგრაციაზე უარი თქვა, პარტნიორები ახლა სავარაუდოდ იმას არკვევენ, შეცვალა თუ არა საბოლოოდ ოცნებამ პროდასავლური ვექტორი ჩრდილოეთისკენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი