ფაშინიანი ანკარაში ჩადის - სომხეთის პრემიერი ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის ოფისის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათი ცნობით, სომხეთმა შესაბამისი მიწვევა თურქული მხარისგან მიიღო. ფაშინიანი ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად 3 ივნისს ანკარაში ჩავა.

ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტი 28 მაისს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხელახლა აირჩიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი