ხარკოვის რეგიონში ნაღმზე მანქანა აფეთქდა - დაღუპულია ქალი, დაჭრილია 3 მოზარდი

გამოქვეყნდა:

ხარკოვში, დანაღმულ ტერიტორიაზე მანქანა აფეთქდა. მანქანაში 37 წლის ქალი სამ მოზარდთან ერთად იმყოფებოდა.ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 და 15 წლის გოგონები და 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ. სინეგუბოვის ინფორმაციით, აფეთქება ბოგოდუხოვსკის რაიონის სოფლების მახლობლად მოხდა.  

სინეგუბოვმა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტერიტორიები დანაღმულია და აფეთქებების საფრთხე ძალიან მაღალია. ის მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუსახლებელ ტერიტორიებზე გადაადგილებისგან. 

რუსეთის შეჭრიდან, 2023 წლის აპრილის მონაცემებით, რუსულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად 124 უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ბავშვი.

უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 30% (დაახლოებით 174 ათასი კვ.კმ) სავარაუდოდ ამ დრომდე დანაღმული რჩება. ეს მაჩვენებელი კი ავღანეთსა და სირიასაც კი აღემატება.



 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი