პუტინის კრიტიკოსებისთვის დაკეტილი საზღვარი - „უცხოეთის აგენტად“ აღიარებული ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

პუტინის ოპონენტებისთვის ქართული საზღვარი დაკეტილია. თბილისში ამჯერად რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი არ შემოუშვეს. მას 2 ივნისს - თბილისში, 4 ივნისს კი ბათუმში ჰქონდა ღონისძიება დაგეგმილი. იმის მიუხედავად, რომ პუტინის კრიტიკოსი საქართველოში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა, პუბლიცისტი თელავივის რეისით ყოველგვარი ახსნა- განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. 

ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ არის აღიარებული და მას პუტინი და ევგენი პრიგოჟინი დევნიან. შენდეროვიჩმა რუსეთი 2022 წლის იანვარში დატოვა და ჯერ კიდევ მაშინ თქვა, რომ რუსეთმა ომი წააგო. ამ სიტყვების ავტორს ივანიშვილის რეჟიმი კარს უკეტავს. საქართველოში ლავროვის ქალიშვილისთვის და სერგეი გავრილოვისთვის საზღვარიც ღია და პარლამენტიც, რაშისტებისგან დევნილებისთვის კი ოცნება სტუმარ-მასპინძელს ივიწყებს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი