რუსეთი სახელმწიფო საზღვარს დასავლეთით, სამხედრო სასწავლებლების სტუდენტებით ამაგრებს - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის დასავლეთ საზღვარზე, მომზადების საბაბით გაიგზავნა უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების 200 კურსანტი - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო საზღვრის გაძლიერების შესახებ უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე მონაცემებით, უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების მესამე კურსის სტუდენტები დასავლეთ საზღვარზე უკვე გაგზავნეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი