8 ავიაიერიში ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებზე და ახალი დანაკარგები - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის 18 საათის მონაცემებით, დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა რვა ავიაიერიში განახორციელეს რუსი ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებზე.

"ამ დღეების განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს 15 ფრთოსანი რაკეტა და 17 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, სარაკეტო და არტილერიის ნაწილებმა დღის განმავლობაში გაანადგურეს საკონტროლო პუნქტი, საბრძოლო მასალის ორი საცავი, ორი რადიო ელექტრონული  და  სარადარო სადგური და მტრის სარაკეტო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი