სახალხო დამცველი დუმს - იოსელიანი პარლამენტთან, ბანერებისა და ცარიელი ფურცლების გამო დაკავებებს, ჯერ არ გამოხმაურებია

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია სახალხო დამცველი. უკვე რამდენიმე საათია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია პროტესტის ეპიცენტრია. პოლიციამ იქ საპროტესტო ბანერებისა და ცარიელი ფურცლების გამო, აქტივისტები და უფლებადამცველები დააკავა, თუმცა ლევან იოსელიანი ამ დრომდე დუმს.

პარლამენტის წინ ახალგაზრდები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა. პოლიციის გაღიზიანება წარწერების შინაარსმა გამოიწვია, რის შემდეგაც დაიწყო დაკავებები. დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ხელში წარწერების გარეშე, სუფთა ფურცელი ეჭირა. ამის შემდეგ პარლამენტთან პროტესტის მონაწილეების რაოდენობამ იმატა. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და უბრალო მოქალაქეები. მათაც ხელში უჭირავთ სიმბოლურად ცარიელი ფურცლები და სხვადასხვა შინაარსის წარწერები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი