"რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა ბელგოროდის მცხოვრებლებს უკრაინაში ევაკუაცია შესთავაზა

გამოქვეყნდა:

"რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა ბელგოროდის მცხოვრებლებს უკრაინაში ევაკუაცია შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება ტელეგრამ არხზე გაავრცელეს. მათი თქმით, საკითხი უკრაინის სარდლობასთან აქვთ შეთანხმებული.

"პუტინის ჯარები აგრძელებენ ბელგოროდის დაბომბვას. ცდილობენ, როგორმე დაარტყან ჩვენს ძალებს, მტერი ბომბავს დასახლებულ ტერიტორიებს მიუხედავად მსხვერპლისა.

მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხის გათვალისწინებით, უკრაინის სარდლობასთან ჩვენ შევთანხმდით ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე ბელგოროდის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც რეჟიმის არმია ბომბავს.

ვისაც დახმარება სჭირდება, ნებაყოფლობითი თანხმობის შემთხვევაში ევაკუირებული იქნება უკრაინაში, რათა მიიღოს თავშესაფარი და ყველა შესაბამისი დახმარება", - წერია განცხადებაში.

ბელგოროდში ვითარება 21 მაისს დაიძაბა. 22 მაისს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ტერიტორიაზე "უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა" შეაღწია და  "კონტრტერორისტული ოპერაცია" მიმდინარეობს.

ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებში კავშირი კიევმა უარყო. შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო "რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი