უკრაინა მზადაა კონტრშეტევისთვის - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას სურს ჰქონდეს დამატებითი რესურსი კონტრშეტევისთვის, მას არ შეუძლია თვეები ლოდინი.
„ზუსტად არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება და რა ფასს გადავიხდით“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას და სარდლობას მტკიცედ სჯერა კონტრშეტევის წარმატების.
„არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება. მართალი გითხრათ, სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, სრულიად განსხვავებული. მაგრამ ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება დამატებითი პატრიოტის კომპლექსები, რათა დაიცვას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე.